პოლიტიკა
ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნებიდან“ სავარაუდო „გასარიცხი დეპუტატების“ გვარები ჩამოთვალა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებამ მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ არსებული პრობლემები გააშიშვლა.
მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდს გამოფხიზლება სჭირდება, რის გამოც უმრავლესობის რამდენიმე წევრს შეიძლება დაეკისროს „მაღვიძარას ფუნქცია“.
„ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები“, -უთხრა ქანთარიამ ჟურნალისტებს.
ქანთარიამ არ გამორიცხა რამდენიმე დეპუტატის გარიცხვა გუნდიდან ბოლოდროინდელი განცხადებების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო. სავარაუდო „გასარიცხი დეპუტატების“ რიგებში მან დაასახელა საკუთარი თავი, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.
ქანთარიამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილს გაკეთებული განცხადება და მიუღებელი უწოდა.
ინფორმაცია უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
ირაკლი კობახიძის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის, რომელმაც არ გამორიცხა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.
უმრავლესობის დეპუტატების ბოლოდოინდელ განცხადებებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი ბოლო დროს, ხშირად არღვევს დისციპლინას, რის გამოც საკითხის პარტიულ ფორმატში განხილვა გახდა აუცილებელი.
გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მდინარაძემ აღნიშნა, რომ სამი თუ ოთხი დეპუტატი გამოთქვამს ისეთ არზს, „რომ არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიცაა“. ჭიჭინაძემ კი განაცხადა, რომ მდინარაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


