პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემდაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, მამუკა მდინარაძე რომ ფრაქციის თავმჯდომარეა, ეს არასერიოზული გადაწყვეტილებაა.
„მამუკა მდინარაძეს უთქვამს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულიაო. მამუკა მდინარაძე რომ ფრაქციის თავმჯდომარეა, არასერიოზული გადაწყვეტილება ესაა. რას ჰქვია, რას ვუწუნებ? თუ ამ ადამიანმა ვერ გაითავისა, ფრაქციის თავმჯდომარედ ვინ დანიშნა და პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება არ უნდა აკეთოს, რაზე უნდა ველაპარაკო? ფრაქცია შექმნილია პრემიერისა და სამთავრობო გუნდის მხარდასაჭერად. როცა პრემიერი გუნდის წევრზე იძახის, რომ ის მის გუნდს სჭირდება და ამ ადამიანის გუნდში დატოვებას ცდილობს, ამ ფონზე ფრაქციის თავმჯდომარე უნდა გამოვიდეს და საპირისპირო განცხადებას უნდა აკეთებდეს? მას მორალური უფლება აღარ აქვს, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეკითხვაზე, დააყენებს თუ არა დღის წესრიგში მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ მამუკა მდინარაძემ თავისი განცხადებით ეს მოცემულობა თავად დააყენა.
„თუ შენ ხარ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და პრემიერის საპირისპირო განცხადებას აკეთებ, მაშინ მორალური უფლება აღარ გაქვს, იმ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ, 2020 წელს დამოუკიდებლად კენჭი იყარონ და თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ეს თანამდებობები მერე გადაინაწილონ“, – დასძინა ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭნაძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე და აღნიშნა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულია.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


