პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა - შალვა პაპუაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, არსში დაპირისპირება არ არის, შეიძლება, თარიღების ტაქტიკა აქვთ სხვანაირი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როცა საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ. დღეს თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ რევოლუციის თარიღი წინმსწრებად არ ანონსდება. ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ აჩენს კითხვებს და ადასტურებს, რომ პარტიაში ერთმანეთს საჯაროდაც აღარ ინდობენ?“
„სინამდვილეში, არსში დაპირისპირება არ არის. შეიძლება, თარიღების ტაქტიკა აქვთ სხვანაირი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. მათი მიზანია არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ამ პარტიას ზოგიერთი ელჩი ხელს რომ ართმევს, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს ხოლმე, სინამდვილეში, აჩვენებს, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ, რომ აქ 90-იანები გაგვიმეორონ თავისი ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას საქართველო არ დაუშვებს. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ზუსტად ეს იყო ყველა ქართველის და უცხოელის მიმართ, ვინც ქუჩის ომის მოწყობას გვიპირებდა. შარშან დეკემბერში ქუჩის ომის იმიტაციაც ვნახეთ, როდესაც ხელში მაშხალები დაიჭირეს და პოლიციელებს ლამის ტყვიამფრქვევით ესროდნენ. მაშინ დღისით, სანთლის შუქზე ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ, რომ დაეგმო ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე. დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმადაა მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტს წვავდნენ და პოლიციას თავს ესხმოდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


