უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივლისი, 2025 14:08
font-size

რევოლუციის თარიღი წინმსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს, საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა გაუმართლებელი და უპასუხისმგებლობაა - თინა ბოკუჩავა

რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინმსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს. საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია, ეს არის უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, ყოველდღიური შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის ინფილტრაციას ენმ-ში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. დღევანდელი ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი ევროპული გზისკენ. ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე მართალ და ღირსეულ ბირთვს – ესენი არიან ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლითაც ძალიან ძალიან ვამაყობ.

სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იმ თანამიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის სუს-ის მანქურთებს ნუ დაავიწყდებათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა მოიტანა სწორედ სახალხო და სრულიად მშვიდობიანი რევოლუციის გზით.

ივანიშვილის მანქურთებს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, მათ შორის ის სიტყვები, რომელიც გუშინ ამოვიკითხეთ პრეზიდენტი სააკაშვილის წერილში, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი“.

დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო-სახალხო, მასშტაბურ და მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი და, განსაკუთრებით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ თავიანთ სიტყვას. რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინმსწრებად არ ანონსდება. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა, რომელიც უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება დასავლეთში, რომელთანაც მუდმივად გვაქვს კავშირი, რაც მთავარია, კვებავს და აძლიერებს ჩასაფრებულ რუს-„ქოცურ“ პროპაგანდას.

რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, ყოველდღიური შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც, ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. ეს ყველაზე კარგად იცის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ავტოკრატია მოქმედებით და პარტიულ-საზოგადოებრივი კონსოლიდაციით. ეს არის გამარჯვების გზა დღესაც – თანმიმდევრული, რაციონალური და, ამავდროულად, უკომპრომისო და პრინციპული მოქმედებები, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია და ერთიანობა.

ეს მოქმედები არის: 1. რეჟიმთან ართანამშრომლობა; 2. რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ; 3. საერთო -სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური გზით, რომლის მაგალითია 245-დღიანი უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, 19 ივლისის მასშტაბური საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქცია და ყველა მომავალი მასშტაბური აქცია, 2 აგვისტოს აქცია ბათუმში; 4. ეს არის მძიმე ინდივიდუალური სანქციები პირადად ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წევრების მიმართ; 5. ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიული პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა მხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ ასევე სანდო პარტნიორი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი