პოლიტიკა
მოვიდეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩატაევის გათავისუფელბას - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოითხოვა, რომ პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდეს, რათა გასცეს პასუხი, რატომ გაათავისუფლეს 5 წლის წინ აჰმედ ჩატაევი ციხიდან. ხოშტარიას მტკიცებით, ხელისუფლებამ გაუშვა ჩატაევი „პოლიტიკური მიზანშეწონილების“ გამო.
როგორც წულუკიანმა წინა წელს აღიარა, ის ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.
„ამის ასე, ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემლად გაშვება, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. ეს არ არის ჩვენი ახირება. ეს არის დაკავშირებული ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებთან.
ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი, რომელიც შეუერთდა ტერორისტებს და იყო ჩართული ძალიან მძიმე ოპერაციაში ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, გაუშვა პოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ფაქტობრივად დადასტურდა სტამბოლის ტერაქტის შემდეგ.
თეა წულუკიანის განცხადებით, სადაც ის საუბრობდა, რომ წინააღმდეგი იყო პოლიტიკურად ჩატაევის გაშვებისა, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოვიდეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგი იყო ჩატაევის ციხიდან გაშვების და პასუხი გასცეს კითხვებს, როგორ მოხდა ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება, რა საფუძველი იყო ამის და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - თქვა ხოშტარიამ.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომალაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ისანში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი პირი ჩატაევი იყოს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


