სამართალი
მაქსიმალურად შევეცდები, მიხეილ სააკაშვილს დავუკავშირდე - ექს-პრეზიდენტის ახალი ადვოკატი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახლად დანიშნული სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, ის სააკაშვილთან დაკავშირებას შეეცდება.
„შევეცდები მაქსიმალურად, რომ მოხდეს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან. დავუკავშირდები ოჯახის წევრებს. ვისთანაც მექნება შესაძლებლობა, მაქსიმუმს გავაკეთებ“, - თქვა ადვოკატმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამართული დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.
გოგლიჩიძის შეფასებით, 1 კვირა არაა საკმარისი საქმის გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად.
„საქმესთან ჯერ შეხება არ მაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ერთკვირიან ვადაში ჩავეტიო, რათა სრულყოფილად განვახორციელო დაცვა, არ ვიცი. თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში, ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას“, -უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მის ინტერესებს სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს გირგვლიანის საქმეზე.
ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


