სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა. სააკაშვილი უარს ამბობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.
ბრალდებულის პოზიცია ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გააჟღერეს, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა.
მათი თქმით, ბრალდებულის გადაწყვეტილების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.
ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.
როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


