სამართალი
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საპროცესო კანონმდებლობას უბრალოდ არ იცნობენ - ედიშერ ქარჩავა
საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე სინოდის წევრების გამოკითხვას მოითხოვენ.
ქარჩავას განმარტებით, ადვოკატებს დაკითხვის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ.
,,მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საპროცესო კანონმდებლობას უბრალოდ არ იცნობენ, ვინაიდან მათ მოგვმართეს წერილობით წმინდა სინოდის წევრების - 23 მღვდელმთავრის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები უთითებენ, არამოქმედ, არასწორ მუხლებს, რითაც მათ მიერ გამოკითხვა თუ დაკითხვის წესის განხორციელება შეუძლებელია. სწორი მუხლები, რომ მიეთითებინათ, გამოკითხვის უფლება მათ არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ ძველი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამოკითხვის წესსა და უფლებას’’, - განაცხადა ქარჩავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


