სამართალი
დეკანოზ გიორგის მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგის მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სინოდის წევრების დაკითხვისგან საპატრიარქო თავს იკავებს.
დაცვის მხარე სასულიერო პირების დაკითხვას უკვე სასამართლოს გზით შეეცდება. ადვოკატები შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დღეს მიმართავენ.
როგორც მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროცედურა გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითვალისწინებს.
„მამა გიორგი მამალაძეს ჩვენებებში დასახელებული ყავს წმინდა სინოდის წევრები და შესაბამისად, ჩვენ როგორც მხარეს გვიჩნდება ადეკვატური კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ და ეს ყველაფერი რასთან არის დაკავშირებული. მათი დაკითხვისთვის შესაძლებელია, რომ მივმართოთ სასამართლოს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოვახდინოთ წმინდა სინოდის წევრების დაკითხვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილს არის დანიშნული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


