პოლიტიკა
ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ამ სახის მოწოდებები ყველას კარგად ახსოვს 4 ოქტომბრამდე და დღესაც გრძელდება.
„ეს მოწოდებები, რაც გრძელდება და რაც ხდებოდა 4 ოქტომბრამდე, ყველას კარგად გვახსოვს. მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით, შემდეგ 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ ყველაფრის განხორციელებაც, თუმცა, ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის ფარგლებში. ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა: „მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


