პოლიტიკა
პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი... ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება - ბაჩო ახალაია
მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ახალაიას თქმით, თავისუფლების მოსაპოვებლად ეს არის ერთადერთი გზა.
„ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური უფლება. ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია. ძალაა გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, ცემს და წიხლს ურტყამს. ყველა შენობა გვებრძვის ჩვენ, თქვენ – ყველას. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


