უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 დეკემბერი, 2016 16:31
font-size

კითხვა გვაქვს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის ფორმირების ლოგიკასთან დაკავშირებით - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძისთვის გაუგებარია, თუ რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება.

ამის შესახებ დოლიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შედიან.

„კითხვა გვაქვს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის ფორმირების ლოგიკასთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა, ან პრეზიდენტთან ამ კომისიის შექმნა არ მოხერხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაშინ რა ლოგიკით ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა. იმიტომ, რომ ბუნებრივია, მათაც არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. თუ შემადგენლობის ფორმიერება მოხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, ან წარმომადგენლებს,ანუ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს აქვს მიღებული დაახლოებით 62% და შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მას უფლება შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია“,-აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით ჩვენი მთავარი ინტერესი არის გავიგოთ ის ლოგიკა და იმედია ეს არის გამართული ლოგიკა, რომელსაც დაექვემდებარება კომისიის ფორმირება.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი