სამართალი
ირაკლი შოთაძე - გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე: მიმდინარეობს ღონისძიებები, რათა დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი მოქმედებდა თუ არა მარტო
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, იმის დასადგენად, თუ რა მოტივს ეფუძნებოდა დანაშაული და მოქმედებდა თუ არა მარტო დანაშაულის ჩამდენი.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი პიროვნება უკვე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელიც მიმალვაში იმყოფება და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
,,მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რათა დადგინდეს აღნიშნული პირი მოქმედებდა თუ არა მარტო, რა მოტივი ამოძრავებდა მას და საქმისთვის სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე. გვესმის, მაღალია საზოგადოების ინტერესი ამ საქმისადმი და გამოძიების სიახლეებზე აუცილებლად მივაწვდით ყველას ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, ერთი კი პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


