სამართალი
დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად, რამოდენიმე ადამიანი დაშავდა
კოლმეურნეობის მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, უმეტესობა გამვლელია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
თავად გივი თარგამაძე, რომელიც შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა, მძიმედ არ დაშავებულა. მოგვიანებით, მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი/ მისი ვარაუდით, ავტომობილში ასეფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
,,როგორც ყოველთვის ხდება, ჩამოვედით ოფისიდან, ჩავჯექით მანქანაში, ჩემი მძღოლი მართავს საჭეს, წამოვედით ჩვეული მარშუტით, უნდა აგვეხვია რუსთაველზე, ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამ დროს მოხდა ეს ამბავი. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, უფრო მქონდა შეგრძნება, რომ წინიდან გვესროლეს რაღაც, მაგრამ როდესაც გადმოვედით და ცოტა გონს მოვედით, ვნახეთ, რომ მანქანას მთელი უკანა მხარე მოგლეჯილი აქვს პრაქტიკულად. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ უკან იყო
დამონტაჟებული ასაფეთქებელი და უკან მოგვყვებოდა როგორც ჩანს მანქანა, რომელმაც გადაწვიტა, რომ ამ ადგილას უნდოდა ამის განხორციელება ძალიან ნაძირლურად. ყველაზე მეტად რაზეც ვწუხვარ, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან დაზარალებულები და როგოც ჩანს, არც თუ ისე მსუბუქად“, - განაცხადა გივი თარგამაძემ და კითხვაზე, მომხდარს ხომ არ უძღოდა მუქარა, აღნიშნა - ,,ეს არ იყო მუქარა, ეს კიდევ უფრო ბინძური რაღაცეები იყო. შემდგომში მოგახსენებთ დალაგებულად. ეს გრძელდება დიდი ხანია. მთელი ამ ბრძოლის მანძილზე“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
შემთხვევის ადგილას, 15 ავტომობილია დაზიანებული, ჩაიმსხვრა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სუპერმატკეტის შუშები, უშუალოდ მანქანა კი, რომელშიც აფეთქება მოხდა, სერიოზულადაა დაზიანებული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


