პოლიტიკა
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება - ოთარ კახიძე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
კახიზემ მოუწოდა მმართველ გუნდს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ბერკეტები აამოქმედოს ვანო მერაბიშვილის გასათავისუფლებლად
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები ან საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან. დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებით, მაგრამ როდესაც ეს პრობლემები გვაქვს, ჩვენ თვალს ვადევნებთ დაპირისპირებას პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, მოგიწოდებთ თქვენ და პრეზიდენტს - ვიწროპოლიტიკური პრიზმით ნუ შეხედავთ იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში და გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმები - ეს არის იგივე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და იგივე შეწყალების ინსტიტუტის ამოქმედება. ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას ის ზიანი, რომლიც ყოველდღიურად ადგება“, -განაცხადა კახიძემ.
2017 წლის 28 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის 2 მუხლი დაირღვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


