უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ნოემბერი, 2017 19:05
font-size

მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია - სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა. პალატის 17 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას 9-მ დაუჭირა მხარი, ხოლო 8 წინააღმდეგ წავიდა.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება, კერძოდ, თუ დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს.

„სასამართლო ერთხმად ტოვებს ძალაში, რომ არ არის დარღვეული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი განმცხადებლის დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლო ასევე ერთხმად ტოვებს ძალაში, რომ არ არის დარღვეული მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი განმცხადებლის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ არ არის დარღვეული მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი განმცხადებლის წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით. სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, რადგან წინასწარი პატიმრობა უკვე აღარ იყო გამყარებული საკმარისი საფუძვლებით. 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლი, უფლებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთად,“- ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
დიდი პალატის განმარტებით, დამაჯერებელია მერაბიშვილის ნაამბობი იმაზე, რომ ის 2013 წლის 14 დეკემბერს საკნიდან გაიყვანეს და დაკითხეს.

„სასამართლოს დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია.

ასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება, ხოლო მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე“, - წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი