პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ვიდეომასალას განვიხილავთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორისი კომისია დღეს, „ევოპული საქართველოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას განიხილავს.
დღეს, ბრიფინგზე გიგი უგალავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ახმეტ იმამკულიევის წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, ერთ-ერთ სოფელში იმამკულიევის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედება განხორციელდა.
პარტიაში ვიდეომასალაც წარადგინეს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თქვა, უწყებათაშორისი კომისია ვიდეომასალას განიხილავს.
„ამ ვიდეოს ჩვენ ვნახავთ დღეს 18:00-ის სხდომაზე. განვიხილავთ პარტიის ჩართულობით განცხადებას, თუკი ამგვარი მათ ექნებათ, თუ არადა მხოლოდ ვიდეოს პირობებში. ასევე მოვისმენთ მოწინააღმდეგე, ოპონენტების მოსაზრებებს და კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოვახდენთ არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ შესაბამისი პარტიები, რეკომენდაციები გამოიცემა თუკი ამის საჭიროება და საშუალება იქნება“,-აღნიშნა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


