პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივები კონსტიტუციასთან დაკავშირებით სასაცილოა - გიორგი ახვლედიანი
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ საბჭოს წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სასაცილოა, როდესაც გიგა ბოკერიას ნაციონალური მოძრაობა, ანუ „ევროპული საქართველო“, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით გარკვეული ინიციატივებით გამოდის.
ამის შესახებ ახვლედიანმა „ევროპული საქართველოს“ იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტი უნდა ჩატარდეს.
„მეცინება ხოლმე საერთოდ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებით ინიციატივებს გვთავაზობს. „ევროპული საქართველო“ არის ბოკერიას ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ძალიან სასაცილო არის. მთელი ეს უბედურება რაც გვჭირს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი მოგონილია, მათი დამკვიდრებულია და კბილებით იცავდნენ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ. ეხლა კიდევ მცდელობები იმისა, რომ გაითეთრონ თავი და გამოვიდნენ როგორც ამ სისტემის წინააღმდეგ მებრძოლები - ძალიან სასაცილოა“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


