სამართალი
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემას- პლებისციტი ჩატარდეს.
როგორც ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს შეამცირებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას, მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას. ამიტომ, ამ სიტუაციაში, აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხსზე: პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის თემაზე და საპარლამეტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
პოლიტიკოსმა მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დანიშნოს პლებისციტი, მოიქცეს, როგორც ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ მისცეს გადაწყვეტილების უფლება ხალხს. მოვუწოდებ, პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი - მოვუწოდებთ მას, იყოს არა ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ევროპული საქართველო“ ხელმოწერების შეგროვების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას პრეზიდენტთან და სხვა პარტიებთან დაიწყებს.
„იმ შემთხვევაში თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი კითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


