უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 ოქტომბერი, 2017 16:00
font-size

ერთად უფრო ძლიერები ვართ - ბარსელონაში სულ მცირე 350 000 ადამიანი ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერად გამოვიდა

კვირას სულ მცირე 350 000 ადამიანი გამოვიდა ბარსელონაში გამართულ ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერ მსვლელობაზე. შეკრებილებმა კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფა გააპროტესტეს.

ბიბისის ინფორაციით, მსვლელობის მონაწილეები აფრიალებდნენ ესპანეთისა და კატალონიის დროშებს, ხოლო საპროტესტო ბანერებზე ეწერა: „ერთად უფრო ძლიერები ვართ“ და „კატალონია ესპანეთია“.

1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მსვლელობაა რეგიონის ესპანეთში დარჩენის მხარდასაჭერად.

შაბათს ანალოგიური მსვლელობები გაიმართა მთელი ესპანეთის მასშტაბით.

კატალონიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას. აქტივობამ 42.3% შეადგინა, ანუ 5,343,358 დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებში 2,262,424 ადამიანი გამოცხადდა. ესპანეთის მთავრობამ ზომები მიიღო, რომ ხალხი არ მისულიყო ხმის მისაცემად.

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა რეფერენდუმის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „კატალონიის მოქალაქეებმა მოიგეს უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკის სახით“. შედეგებს არ აღიარებს ოფიციალური მადრიდი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ პლებისციტი „დემოკრატიის დაცინვა“ უწოდა.

რეფერენდუმს არ აღიარებს ევროკომისიაც. მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი