სამართალი
დნმ ექსპერტიზა საჭირო არ იყო, უდაოა რომ იარაღი გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდა-ჯარჯი წიკლაური
ე.წ ციანიდს საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის სახლიდან ამოღებულ იარაღზე დნმ ექსპერტიზის ჩატარება საჭირო არ არის.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებული თავად აღიარებდა, რომ აღნიშნულ იარაღას ინახავდა.
„არავითარი დამატებითი ექსპერტიზა საჭირო არ იყო და უდაო იყო, რომ იარაღი გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდა. მან დაადასტურა, რომ ინახავდა ამ იარაღს. ამაზე მას ბრალიც აქვს წარდგენილი. დანარჩენ კითხვებზე ის თავად გაგვცემს პასუხს, როდესაც დაიკითხება“, -აღნიშნა პროკურორმა.
დღეს, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები, ექსპერტები დაიკითხნენ.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მედიას განუცხადა, ექსპერტებმა პროცესზე თქვეს, რომ პროკურატურას იარაღზე დნმ და დექტალოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება არ მოუთხოვია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


