სამართალი
პროკურატურას დეკანოზის სახლიდან ამოღებულ იარაღზე დნმ-ის და დექტალოსკოპიური ექსპერტეზის ჩატარება არ მოუთხოვია-ადვოკატი
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
დღეს ექსპერტები იკითხებიან, რომლებიც დეკანოზის სახლიდან ამოღებულ ირაღაზე საუბრობენ.
როგორც მედიას გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ განუცხადა, ამოღებულ იარაღს დნმ-ის და დექტალოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებია.
ადვოკატის თქმით, სასამართლოზე ექსპერტებმა თქვეს, რომ პროკურატურას აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება არ მოუთხოვია.
„დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები არ ჩატარებულა. თქვეს რომ პროკურატურას დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება არ მოუთხოვია. საგამძიებო როგანოები არ ინტერესდებიან არის თუ არა იარაღზე იმ ადამიანის კვალი, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული აღნიშნული იარაღის შენახვაზე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ არის თუ არა მართლა ეს იარაღი სხვისი, რატომ ინახებოდა გიორგი მამალაძის სახლში ეს აირაღი, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა, რომ გამოეკვლია იყო თუ არა შესაბამისი ხელის კვალი, დნმ-ი, ან ანაბეჭდები აღნიშნულ იარაღზე“-აღნიშნა ეკა ლომიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


