პოლიტიკა
ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების გზავნილი არის ის, რომ მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად.
„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.
ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
„მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადეს ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


