პოლიტიკა
საქართველოს დემოკრატიას და მის მომავალს საფრთხეს უქმნის არა შეერთებული შტატები, არამედ „ქართული ოცნება“ - სენატორ შაჰინისა და რიშის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) და კომიტეტის წევრმა ჟან შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული რეპრესიების ფონზე:
„ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესება და მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები, რომლებიც ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ, ამაზრზენი, არადემოკრატიული ნაბიჯია და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სრულად უგულებელყოფს ნორმალური პოლიტიკური დიალოგისკენ მიმავალ გზას. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დაშინება — განსაკუთრებით მათ შორის, ვინც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობდა ან ჩვენ კომიტეტში მოწმის სახით გამოდიოდა — წარმოადგენს მცდელობას ჩაახშოს განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამაყი ტრადიცია — სიმართლის თქმისა ხელისუფლების წინაშე.
ასევე მიუღებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა მიზანში ირჩევს ყოფილი აშშ-ის ოფიციალური პირებს უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს ისინი ქვეყნის მთავრობას ანგრევენ. ნათლად უნდა ითქვას: საქართველოს დემოკრატიას და მის მომავალს საფრთხეს უქმნის არა შეერთებული შტატები, არამედ „ქართული ოცნება“. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას — დაბარებულიყო საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელ მოვლენებზე სასაუბროდ, და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილების განხილვამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხოლოდ საკუთარი თვითგამორკვევის უფლებას ითხოვს,“ - ნათქვამია ჯინ შაჰინი და ჯიმ რიშს ერთობლივ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


