სამართალი
ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე მანუჩარ გაბეჩავას ბრალი წაუყენეს
ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე დარბევაში მონაწილე მანუჩარ გაბეჩავას ბრალი წაუყენეს.
როგორც გაბეჩავას ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 163-ე მუხლით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლასა და საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
,,დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა. ეს არის საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდება. მოხსენიებული არის ბრალის ნაწილში, რომ უცხოელი დამკვირვებლების მიმართაც მოხდა ხელის შეშლის ფაქტი, თუმცა რაც შეეხება ბრალდებულს, ის ამ ფაქტს უარყოფს და გამორიცხავს, რომ მისი მხრიდან ასეთ ფაქტს ჰქონოდა ადგილი’’, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის ინდიცენტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


