უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ნოემბერი, 2016 12:25
font-size

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც სავარაუდოდ, მონაწილეობდა უცხოელი დამკვირვებლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში - შალვა ხუციშვილი

შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა არჩევნების მეორე ტურის დღეს გორსა და 8 ოქტომბერს ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს უწყებათაშორისო კომისიის სხდომის ფარგლებში განუცხადა, გორის ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, სობისის საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერს სცემეს, 7 პირია გამოკითხული.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ინციდენტს, რა დროსაც საარჩევნო უბნების დარბევა მოხდა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

,,გორთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დაახლოებით 7 პირია გამოკითხული. დანიშნულია ექსპერტიზები. ექსპერტიზაზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სადღაც მომავალ სხდომამდე ჩვენ გვეცოდინება დაახლოებით, რა მოხდა და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს.

რაც შეეხება ჯიხაშკარს, გუშინ პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, მონაწილეობდა უცხოელი დამკვირვებლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ამ პირის დაკავება მოხდა ახლა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი დამკვირვებელი ანუ დაზარალებული ვინც იყო, ამოცნობა მან მოახერხა მხოლოდ ახლა. ის ფიზიკურად საქართველოში არ იყო და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, მხოლოდ მაშინ მოახერხა ამ პირის ამოცნობა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი