სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებების უარყოფას არ აპირებს
იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებების უარყოფას არ აპირებს.
გვრიტიშვილი ანა დოლიძის სარჩელის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც სარჩელი ჩაბარდება.
მისივე თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა და მას დოლიძის ღირსება არ შეულახავს.
„პროცესი, როგორც ჩანს, იღებს ოფიციალურ სამართლებრივი პროცედურის სახეს, ანუ საქმე უკვე ცხადია, რომ სასამართლოს განსახილველი ხდება. მოქმედი ეთიკური წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე იქიდან გამომდინარე, რომ პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც არაკომფორტული იქნება მისთვის ანა დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.
ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. მოვამზადებ წერილობით შეპასუხებას და ასევე შემდგომში, როდესაც დაინიშნება საქმის არსებითი განხილვა ან უშუალოდ, ან ადვოკატის მეშვეობით მივიღებ მასში მონაწილეობას. იქ გახდება თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი ჩემი პოზიცია“,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ცნობისათვის, იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


