პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილისთვის ბრძოლის ველზე არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნაციონალური მოძროაბის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა პარტიის ერთიანობაზე და გამიჯვნაზე, ხოლო აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია.
ჭიაბერაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
,,პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს. ბუნებრივია, არსებობს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას. ამ საკითხს ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ, განსხვავებული აზრი ჩვენს პარტიაში ყოველთვის იყო და ჩვენ ამიტომ ვართ დასავლური ტიპის პარტია, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გადაწყვეტილება მიიღება. ამ შემთხვევაშიც აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე, როგორც მეორე ტურებზე, ისე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენი მიდგომაა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ბრძოლის ველზე არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


