პოლიტიკა
არც არაფერი მავიწყდება, მაგრამ ბოღმით და გესლით გულს ვერ დავიმძიმებ, როცა ვარ პოლიტიკოსი - გია ცაგარეიშვილი
,,თავისუფალი დემოკრატებიდან’’ წასული გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ყოფილი წევრების გუშინდელი საგანგებო მიმართვა ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთ ლიდერთან, გია ვოლსკისთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როგორც ირაკლი ალასანიას ყოფილმა თანაგუნდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან აზრთა სხვადასხვაობა დღესაც კარგად ახსოვს, თუმცა საქმეს პირად ემოციებს ვერ გადააყოლებს.
,,თუ ჩვენ გვსურდა და გვინდოდა ფარული, მალული შეხვედრა ბატონ ვოლსკისთან, ,,იმედის’’ ტელეკამერის წინ არ შევბრძანდებოდით მის ოთახში და არ გამოვბრძანდებოდით იქიდან.
ხშირ შემთხვევაში ჩვენ გაგვიკრიტიკებია ერთმანეთი. ვყოფილვართ ხშირ შემთხვევაში სხვა პოზიციებზე. მიუხედავად ამისა, ცხოვრება გრძელდება. ხშირ შემთხვევაში ხუმრობენ, რომ პოლიტიკოსებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული თვისება, დაავიწყდეთ ურთიერთის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა, ზოგჯერ ზომაზე მეტად აგრესიულიც. მე არც არაფერი მავიწყდება, მაგრამ ბოღმით და გესლით გულს ვერ დავიმძიმებ, როცა ადამიანებთან ამგვარ ურთიერთობაში ვარ, როცა ვარ პოლიტიკოსი და უნდა ვიზრუნო და ვიფიქრო ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. პირად ემოციებს ეს ყველაფერი არ უნდა გადააყოლო’’, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


