მსოფლიო
აღიარა თუ არა კატალონიამ დამოუკიდებლობა?
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ მოუწოდა კატალონიის პრეზიდენტ კარლეს პუიჩდემონს, განმარტოს, გამოაცხადა თუ არა ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობა. რეხოის თქმით, მადრიდი ზომებს მიიღებს ამ საკითხის გარკვევის შემდეგ, - წერს ბიბისი.
ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, აამოქმედებს თუ არა ესპანეთის მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს, რაც გულისხმობს კატალონიის ავტონომიის გაუქმებასა და მის მოქცევას მადრიდის კონტროლის ქვეშ.
ესპანეთის მთავრობის მეთაურმა დაადანაშაულა პუიჩდემონი „მიზანმიმართული არეულობის“ მოწყობაში.
ოფიციალურ მიმართვამდე რეხოიმ საგანგებო სხდომა გამართა, სადაც მთავრობის სამომავლო ქმედებებზე იმსჯელეს.
გუშინ კატალონიის პრეზიდენტმა და ადგილობრივი მთავრობის წევრებმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს, თუმცა პუიჩდემონმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება გადადო მადრიდთან მოლაპრაკაებების დასაწყებად.
პუიჩდემონს უკან დახევისკენ უკვე მოუწოდეს ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
ევროკავშირმაც დააფიქსირა, რომ ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში კატალონიას არ აღიარებს.
შეგახსენებთ, კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


