უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 მარტი, 2018 14:30
font-size

ზვიად რატიანის საქმეზე ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

EMC-ს განცხადების საფუძველზე, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 11 იანვარს, EMC-იმ განცხადებით მიმართა ინსპექტორს და მოითხოვა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების კანონიერების შესწავლა:

პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება;

ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა;

EMC-ის ინფორმაციით, 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა ორივე საკითხთან დაკავშირებით შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

,,პირადი მობილურის გამოყენებით კომუნიკაციის აღბეჭდვასთან დაკავშირებით, ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) ფარგლებში. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი “პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.” გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგულაცია შემუშავებული არ არის.

ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით.”

ამდენად, ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პირადი მობილურით გადაღების წარმოების საკითხზე EMC-ის ასევე მიმართული ჰქონდა შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის. გენერალურმა ინსპექციამ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება, დაასკვნა, რომ პოლიციელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

უფრო მეტიც, გენერალურმა ინსპექციამ მიგვითითა, რომ “პოლიციელის მიერ პირადი ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონკრეტული ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტოგადაღება არ იკრძალება საკანონმდებლო ბაზის მიხედვით.” ნათელია, რომ გენერალური ინსპექციის მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან.

გენერალურმა ინსპექციამ ამავე შეტყობინებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის დეკემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეციალურ საპოლიციო კონტროლში (რეიდი), მონაწილეობდა პოლიციის არაერთი ისეთი დეპარტამენტი, რომელთაც ვიდეო გადამღები ტექნიკა საერთოდ არ გააჩნიათ. გაუგებარია, გენერალური ინსპექცია რატომ ვერ ხედავს ამ ნაწილში კანონთან წინააღმდეგობას, მაშინ როცა “პოლიციის შესახებ” კანონი, ისევე როგორც რეიდის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება პირდაპირ ავალდებულებდა რეიდში მონაწილე ყველა პოლიციელს ვიდეოგადაღება ეწარმოებინათ ფორმაზე დამაგრებული ვიდეო ტექნიკით.

იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად რატიანის საქმე არ არის გამონაკლისი, როდესაც პოლიცია მოქალაქეებთან კომუნიკაციას პირადი მობილურით აღბეჭდავს, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორის ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირება მოყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მიგვაჩნია, რომ:

პოლიციის ყველა ის დანაყოფი, რომელიც მოქალაქეებთან ამყარებს კომუნიკაციას (განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) აღჭურვილი უნდა იყოს სამხრე ვიდეო კამერით;

სამხრე კამერების გამოყენების დეტალური წესები უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვაზე სათანადო მითითებები უნდა გაკეთდეს პოლიციის თანამშრომლებისთვის“, - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი