პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს
67 მომხრე, 8 წინააღმდეგი - ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან.
გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.
ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა და ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობა გადაუხადა. მან სესიაზე რეგლამენტის ის ნაწილი წაიკითხა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძეს საშუალებას აძლევს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნოს.
შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს.
ბესელიას აზრით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ კვაჭანტირაძემ დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა, შურისძიებაზე მეტყველებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


