პოლიტიკა
ზვიად კუპრავას განცხადებით, შსს-მ ზაზა სარალიძის იზოლირება სცადა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას განცხადებით, შსს-მ სარალიძეს იზოლირება შესთავაზა.
უფლებადამცველმა განმარტა, რატომ თქვა ზაზა სარალიძემ უარი მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე. მან აღნიშნა, რომ დაცვის სპეციალური პროგრამა ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება და ეს დაცვა ჩათვლის, რომ პიროვნების უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, დაცვას სრული უფლება აქვს, შეზღუდოს ამ ადამიანის გადაადგილება, მათ შორის ამ ადამიანის თავისუფლება კონკრეტულ ადგილებში.
„შსს–ის განზრახვა იყო სწორედ ეს, ზაზა სარალიძე ჰყავდეთ თავიანთი დაცვის ქვეშ იმ მოტივით, რომ აქციაზე არის მოჭარბებული საფრთხე ზაზა სარალიძისთვის, უბრალოდ არ მიუშვან აქციაზე და იგი იყოს იზოლირებული საზოგადოებიდან, მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის შესაძლებობა. ბუნებრივია, პროგრამაში ჩართვაზე ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა“, – განაცხადა კუპრავამ.
მან აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება.
გუშინ თბილისის პარლამენტთან ზაზა სალარიძის სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ ჩატარდა, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
აქცია დღეს 18 საათზე განახლდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


