პოლიტიკა
ზვიად კუპრავა თვითმხილველი არაა, ის პირდაპირ მხარეა - ეკა ბესელია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კუპრავას დაბარებას შეცდომას უწოდებს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ შეცდომა უწოდა ამ ეტაპზე სამართალდამცველთა რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაბარებას დაკითხვაზე.
დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თავდაპირველად დაკითხულიყო ყველა მოწმე.
„არა მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია, შემსწრეა ან პირველწყაროა, ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არა მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ბესელიამ.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას გამოკითხავენ, ასევევ მოუსმენენ ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


