სამართალი
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირია დაკავებული.
დაკავებულებს შორისაა ზვიად კუპრავა.
რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.
მანამდე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამართალდამცავებმა გაფრთხილება მისცეს და აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე სთხოვეს, კარვები საავტომობილო გზიდან გადაეტანათ. ამ გაფრთხილებას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კარვების დაშლას არ აპირებენ.
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. აქცისი მონაწილეების ასევე მოითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


