სამართალი
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში არის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება, რაც სხვა მოწმეთა ჩვენებებთან არსებით წინააღმდეგობაშია - ამირან გიგუაშვილი
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში არის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება, რაც სხვა მოწმეთა ჩვენებებთან არსებით წინააღმდეგობაშია, – განაცხადა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ამ მოწმის ჩვენებას, რა თქმა უნდა, ვიცნობ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს მინიმუმ, ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას საჭიროებს“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარ პროკურორს სამფურცლიანი ოფიციალური წერილი მისწერა, რა უნდა გაკეთებულიყო და მოსთხოვა, ინფორმაცია მიეწოდებინათ, რა სტრატეგია ჰქონდათ, ეს მთავარი ფიგურანტი კი, სწორედ ამ წერილის მერე დაკითხეს.
„ერთთვიანი ფიქრის შემდეგ, პასუხად მომწერეს, გამოძიების შეწყვეტის საკითხს რაც შეეხება, ამაზე წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ, რადგან კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ არის გასულიო. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, 31 დეკემბრის მერე მოვიფიქრებთ, რა გავაკეთოთო. 31 დეკემბრის მერე კი, სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, ეს საქმე უნდა შეწყვიტონ და ვერაფერს ვეღარ მოიფიქრებდნენ. ეს მთავარი ფიგურანტი ჩემი ამ წერილის მერე დაკითხეს და გამოძიებას ობიექტურადაც არ დარჩა დრო, რომ იმ ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებიდან წარმოქმნილი კითხვები იმგვარად დაამუშაონ, სტანდარტი შეიქმნას“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მათ აინტერესებთ კონკრეტული გარემოებები, ამ სპეცოპერაციის შესრულება როგორ მოხდა.
„საქმეში პირდაპირაა მითითებული, რომ დავალება ქვეყნის იმჟამინდელი ფაქტობრივი მმართველისგან, ედუარდ შევარდნაძისგან მოდიოდა. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, იქედან გამომდინარე, რომ გამოძიება მუშაობს და იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მისი თქმით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის განადგურების სპეცოპერაციას ქვეყნის იმდროინდელი ფაქტობრივი მმართველები, მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ და რომ რეალურად მოხდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა.
„მნიშვნელოვანია, ყველაფერი მაქსიმალურად კომპეტენტურად და სწრაფად ჩატარდეს, რადგან დრო და შესაძლებლობები ჯერ კიდევ არის. მე ვიცი და არ დაგიმალავთ, რომ პროკურატურა ცდილობს და არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს, ვიღაცას რაღაცას ვასწავლი, მაგრამ ეს ძალიან მარტივია, რაც იმ საქმეში ხელისგულზე დევს, რომ ეს მოწმე კიდევ ერთხელ უნდა დაიკითხოს, ის წყარო კიდევ უნდა გადამოწმდეს და ა.შ. ეს იმდენად ხელისგულზე დევს, რომ სწორედ ეს არის გულდასაწყვეტი და საპროტესტო, ამის თქმა რომ მე მიწევს, როგორც ადვოკატს“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


