სამართალი
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდის მიზნით, პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს, –აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გუშინ მიმართა, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.
ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


