სამართალი
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა იწურება. ამიტომ შესაძლოა გამოძიება შეწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას შვილები თითქმის ერთი კვირაა, მთავარი პროკურატურის შენობაში შიმშილობენ.
მათ გუშინ, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან, კონკრეტული მოთხოვნებით აქცია გამართეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


