სამართალი
ზვიად ფხაკაძე დავით სარალიძეს მუქარაში ადანაშაულებს
გუშინ, როდესაც კომისიას ახსნა- განმარტებას ვაძლევდი, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
მისი თქმით, "მუქარა აშკარად ზაზა სარალიძის მიერ ხდებოდა".
პროკურორის განცხადებით, მას აქვს სურვილი, რომ კომისიის წევრებს აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, თუმცა ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე.
„კომისიას როდესაც ვაძლევდი გუშინ ახსნა-განმარტებას, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, მე ვაჩვენებ ჩემს ტელეფონში არსებულ ტექსტებს, ოღონდ ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პროკურორთან მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნას ადასტურებს თავად სარალიძე.
მისი თქმით, ფხაკაძეს კალანდიას დაცვის გამო აგინა. სარალიძე მოუწოდებს პროკურორს გაასაჯაროვოს მიმოწერა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


