სამართალი
ზვიად დევდარიანი რვა ქალს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივის
„სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი სასამართლოს მიმართავს და რვა ქალს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივის.
მისი განცხადებით, სექსუალური შევიწროების ბრალდებით კამპანია მხოლოდ იმიტომ აუგორეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არ გამხდარიყო.
დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, მომზადებულ სარჩელში მოხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მოქმედი წევრი ნინია კაკაბაძე.
ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტის ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა, ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველის კვოტით მონაწილეობდა. თავად კაკაბაძისთვის გაუგებარია, რა კვეთა ჰქონდა მას დევდარიანთან, რადგან ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მას დევდარიანით ვერ ჩაანაცვლებდნენ.
სარჩელში სავარაუდოდ, ასევე მოხვდება ბაია პატარაიაც, რომელიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო ძალადობისა და ადევნების ფაქტებზე ღიად საუბრობდა.
ზვიად დევდარიანი და მისი ინტერესების დამცხველი აცხადებენ, რომ ქალებს, რომლებიც „სიდას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ, საჩივარში არაფერი კონკრეტული არ მიუთითებიათ და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


