პოლიტიკა
ზუსტად ვიცით, რომ ინაუგურაციაზე ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი, ასევე ლიტვის სეიმის თავმჯდომარე - ლაშა ჟვანია
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავს გვირგვინით შეამკობს, ასევე დაგეგმილია გმირთა მემორიალზე მისვლაც. ამის შესახებ ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
რაც შეეხება სტუმრებს, ჟვანიამ განაცხადა, რომ ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, ასევე ლიტვის სეიმის თავმჯდომარე.
„თბილისში, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტი მიბრძანდება წმინდა ილია მართლის საფლავზე. ასევე პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების საფლავებსა და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ზუსტად ვიცით, რომ ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი. საუბარი მქონდა ლიტვის საელჩოსთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ჩამოვა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან“, – აღნიშნა ჟვანიამ.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


