პოლიტიკა
ზურაბიშვილს იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ბრალდებას ხელისუფლებას კი არ უყენებს, ბრალდებას უყენებს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი ოპონენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით უშუალოდ ქვეყანას აზარალებს.
„ადამიანი, რომელიც დიპლომატობას იბრალებს და სახელმწიფო სამსახურის გამოცდილებას, იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ბრალდებას ხელისუფლებას კი არ უყენებს, ბრალდებას უყენებს საქართველოს იმ პირობებში, როცა საქართველოს ჰააგასა და სტრასბურგში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმე აქვს შეტანილი.
ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხალხის, რომელიც თავის თავს ხან „ქართულ ოცნებას“ ეძახის, ხან ხელისუფლებას, ხან კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, ამათი პრობლემა არის ის, რომ ამ ხალხს საქართველოს სახელმწიფოსი არ სჯერათ. ამათ მართლა ჰგონიათ, რომ თუ სირაქლემასავით ერთ პოზას მიიღებ და თავს ქვიშაში ჩაუფენ, ყველაფერი კარგად იქნება“, -თქვა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალში მცხოვრები „ჩვენი მოსახლეობა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


