პოლიტიკა
ზურაბიშვილის განცხადება, უკვე პრეზიდენტის რანგში, ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეს - სალომე სამადაშვილი
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება, უკვე პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალი და მოსახლეობა დაბომბა.
სამადაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟენევის ფორმატს აკრიტიკებს მაშინ , როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ფორმატის გაუქმება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადებები საკმარისი მიზეზია, რომ მისი პასუხისმგებლობის ან იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.
"საქართველოს უკვე პრეზიდენტის განცხადება, რომ ერთის მხრივ ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორეს მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, შეიძლება საერთოდ მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით შექმნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა.
ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, უკვე პრეზიდენტის რანგში ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ, დროა ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
მე ვფიქრობ, და არ მაქვს იმედი, რა თქმა უნდა, იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, მაგრამ მომავალში, როცა პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაძლებელი, ვფიქრობ ის საკუთარი განცხადებებით საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რანგში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, პირველად გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა, რომელიც მოსახლეობისგან არ იყო დაცლილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


