პოლიტიკა
ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი 2012 წლიდან მმართველი გუნდის აქტივისტი და მისი ყველა გადაწყვეტილების „გამპრავებელი“ იყო, ამიტომაც „ოცნებამ“ მას ეს საქციელი დაუფასა და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.
ექსპერტმა „რეზონანსთან“ საუბრისას თქვა, რომ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ რესურსის წყალობით გაიმარჯვებს, რომლის გარეშე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა.
„გაუგებარია, რისი ერიდებათ და რცხვენიათ. თქვან პირდაპირ, სალომე ზურაბიშვილს დავუფასეთ ჩვენი აქტივისტობა და დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატადო. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ეყოლებათ, მაინც რა რცხვენიათ, ვერ გავიგე. ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? 2012 წლიდან იხვეწება, პრეზიდენტობა მინდაო. როდისღა იფიქრა, ბავშვობაში? მისი ოცნება პრეზიდენტობა იყო. ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაღალი ალბათობით, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება არა იმიტომ, რომ მასზე საზოგადოება გადარეულია ან „ოცნებას“ მოსახლეობაში კიდევ დიდი მხარდაჭერა აქვს, იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე დიდი რესურსი აქვს და ამ რესურსს მის სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა“, -თქვა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია უარეს დღეშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მოღვაწეობის 6 წელი ქართული საზოგადოებისთვის იქნება „რეალითი შოუ“, სადაც ჩვენ ამტანების როლს შევასრულებთ. ექსპერტის შეფასებით, „იმ ფონზე, როდესაც ქვეყანასა და პოლიტიკაში არც არაფერი არ ხდება, მოსახლეობა სანახაობით მაინც დატკბება“.
ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


