პოლიტიკა
ზურაბიშვილი ამბობდა, რომ დიდ ყურადღებას დაუთმობდა რეგიონების განვითარებას... ვფიქრობ, მაგიტომ აირჩიეს თელავი ინაუგურაციისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმა გადაწყვეტილებას, რომ თელავში ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდება.
მისივე თქმით, თელავის არჩევით სალომე ზურაბიშვილი თავისი პირობის შესრულებას იწყებს, რომლის თანახმად, ის დიდ ყურადღებას დაუთმობს რეგიონების განვითარებას.
„ზურაბიშვილი ამბობდა, რომ რეგიონების განვითარებას, ჩართულობას ქვეყნის ცხოვრებაში ის, როგორც პრეზიდენტი დიდ ყურადღებას დაუთმობდა. მე ვფიქრობ, სწორედ აქედან არის არჩეული კახეთი, თელავი, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია“, -განაცხადა ქადაგიშვილმა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, ერეკლე მეფის სასახლე მზად არის ინაუგურაციის ჩასატარებლად. მისივე თქმით, ორგანიზატორები ორი დღის წინ იყვნენ თელავში ჩასული ეზოს დასათვალიერებლად და ამის შემდეგ მას აღარავინ აღარ დაჰკავშირებია.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაციის ცერემონიალი კახეთში, თელავში გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


