უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 სექტემბერი, 2025 20:10
font-size

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორ ირაკლი ყვავაძის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს. ასევე, პროკურორი ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზეც საუბრობდა.

ყვავაძის თქმით, ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც ასევე ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი, გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორის თქმით, საქმეზე ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გაფორმებული იყო, მეორე კი - არა. შესაბამისად, დასადგენია, თუ სად და რა ვითარებაში შეიძინა ზვიადაურმა იარაღი.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატი დათუნა მოდებაძე აღნიშნავდა, ზვიადაური გირაოს ქვეშ 3,5 წელია იმყოფება, პროკურორის პოზიცია კი, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა ზვიადაური მიიმალოს, უსაფუძვლოა, რადგან როგორც ადვოკატმა განმარტა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ზვიადაურს უფრო მკაცრი სასჯელი ელოდება, მის ფარგლებში არ მიმალულა, შესაბამისად, ამ საქმეზე მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

ამასთან, როგორც მოდებაძე აღნიშნავდა, საქმეზე გამოძიება დასრულებულია, დაკითხული არიან მოწმეები - პოლიციელები და ის ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

მოდებაძის თქმით, ზვიადაური მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს.

"იმ საქმეში მისი ძმა დაიღუპა! ექვსი ტყვიით ძირს დააგდეს, ეს რომ ნახა, ამის შემდეგ გაისროლა მან ტყვია. ამაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ბრალდების მხარე ამას იყენებს, იძულებული ვარ, მეც ვისაუბრო. მისი წარსული ვერანაირად ვერ იქნება იმ საქმით შებღალული, მას სამი წლის შვილი ელოდება სახლში. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია და ყოფილი დეპუტატი. ახალ დანაშაულს ჩაიდენსო, რომელი ჩაუდენია",- განაცხადა მოდებაძემ.

მან სასამართლოში 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ხუთი პირი, მათ შორის სამი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი - ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი