პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დღეს ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაკიჯან საგინტაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით.
ზურაბ პატარაძემ და ბაკიდჯან საგინტაევმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ პრემიერ-მინისტრს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე. ყაზახეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. მე ძალიან თბილი ურთიერთობები მაკავშირებს ყაზახეთთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და იმედი მაქვს რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. განვიხილეთ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენების გაზრდას, ბათუმის ტურისტულ გამოფენა „ექსპო 2017“-ში ყაზახური ტურისტული კომპანიების უფრო აქტიურ ჩართულობას და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 27 თებერვალიდან 1 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის ოფიციალურ წევრებს შორის არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.
დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ამ მიზნით, დღესვე „რადისონ ბლუ ასტანაში“ საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიმართება, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები პრეზენტაციებით წარსდგებიან. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ უინესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ პოლიფონიურ სიმღერებს, იხილონ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დააგემოვნონ უგემრიელესი აჭარული კერძები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


