სამართალი
ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს, ის თავს დამნაშავედ არ თვლის - ადვოკატი
პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, თუმცა, რა თემაზე ისაუბრეს, ეს უფლებადამცველს არ დაუკონკრეტებია.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წარდგენა დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
„ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად ის თავს დამნაშავედ არ თვლის. მას არ სურს ასევე განცხადების გაკეთება. ჩვენ ველოდებით ბრალის წაყენებას და საქმის მასალების გადმოცემას. იქიდან გამომდინარე, რომ ის გუშინ დააკავეს და 48-საათიან ვადაში უნდა წაუყენონ ბრალი, ველოდებით, რომ ბრალის წაყენება მოხდება დღეს ან ხვალ“, - განაცხადა ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ.
ცნობისათვის, ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


