უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მაისი, 2018 11:30
font-size

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დაკისრებული 2000 ლარის გადახდას არ აპირებს

მე არ ვაპირებ ამ 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას. ამასთან, ყველაფერს ვიზამ, რომ სისტემაში დამნაშავე პირები დაისაჯონ, - აცხადებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ ვიდეო მიმართვაში.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის გააუქმებს საკუთარ ანგარიშს ბანკში, რათა სახელმწიფომ „ვერც ერთი ლარი ვერ წაიღოს“ მისგან.

„მე ამ თანხის გადახდა არ მეკუთვნის, შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ჩემგან ძალით ამოიღოს ეს 2000 ლარი. მე უკვე ველაპარაკე ბანკში ჩემს ბანკირს. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სესხი აღებული, ბინა გვაქვს ნაყიდი და ჩემი ანგარიშიდან იჭრება თანხა. სავარაუდოდ, მოვახერხებ, რომ ავტომატური ჩამოჭრა ჩემი მეუღლის ანგარიშიდან მოხდეს.

მე გავასუფთავებ ყველა ჩემს ანგარიშს და ჩემი საბანკო ანგარიშიდან ვერც ერთ ლარს ვერ წაიღებს სახელმწიფო. ამის შემდეგ სახელმწიფოს დარჩება ერთადერთი გზა, ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც ყიფშიძეზეა და ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ ბინას ისინი ვერ გაყიდიან და მშობლებს გარეთ ვერ გამოყრიან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და სასამართლოში შვიდმა პოლიციელმა მოიტყუა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და თქვეს, თითქოს ის იგინებოდა.

„პოლიციელებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მოიტყუეს. მე ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და მივაღწევ იმას, რომ სისტემის შიგნით ვიღაცები დაისაჯონ. მიზანი არ არის, რომ რიგითი პოლიციელები დაისაჯონ. მე მაინტერესებს ვინ იძლევა ამ დავალებებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი