პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო ბიულეტენში მოსახვედრად სახელს აღარ შეიცვლის
ზურაბ ჯაფარიძე სახელს აღარ შეიცვლის, რადგან პარტია „გირჩს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა შეეძლება. პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია“.
აქედან გამომდინარე, ცესკო-ს მიერ დადგენილ ახალ კრიტერიუმს „გირჩი“ უკვე აკმაყოფილებს.
კომისიის გადაწყვეტილებას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ცესკო-მ, გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო. დღეს დაადგინა. მადლობა, რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად“, – წერს ჯაფარიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


